top of page

უკან დაბრუნება

დაბრუნების პირობები წარმოადგენს mixxon.ge-თ სარგებლობის პირობების განუყოფელ ნაწილს. შესაბამისად თანხმობის შემთხვევაში თქვენ ავტომაურად ეთანხმებით აღნიშნულ პირობებსაც.

რა შემთხვევაში ვიბრუნებთ?

  • 1. უბრალოდ გადაიფიქრეთ შეძენა. არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე, თუ:

    • • მიწოდების შემდეგ დაირღვა პროდუქტის ჰერმეტულობა, ამდენად პროდუქტის დაბრუნება შეუძლებელია პირვანდელი სახის დაკარგვის გამო;

    • • პროდუქტის ღირებულება არ აღემატება 50 ლარს;

    • • მომხმარებლის მიერ დარღვეულია პროდუქტის შეფუთვის მთლიანობა (კოლოფი, თავსახური, ეტიკეტი და სხვა);

    • • პროდუქტზე აღინიშნება გამოყენების კვალი ან არის ნაკლული;

    • • დოკუმენტალურად არ დასტურდება, რომ პროდუქტი შეძენილია mixxon.ge-ზე.

  • 2. mixxon.ge - მა არ შეასრულა ვალდებულება:

    • • პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებგვერდზე განთავსებულ მახასიათებლებს;

    • • პროდუქტი დაზიანებულია;

    • • მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა mixxon.ge-ის მხრიდან 24 საათზე მეტით;

  • 3. პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი.

საფუძვლის მითითების გარეშე მომხმარებელს შეუძლია ხელშეკრულებაზე უარის თქმა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

რამდენ დღეში შემიძლია ნივთის დაბრუნება?

  • • პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, საჭიროა პროდუქტის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში დააფიქსიროთ მოთხოვნა.

 

როგორ უნდა დავაფიქსირო მოთხოვნა პროდუქტის დაბრუნება/გადაცვლაზე?

  • • შეგიძლიათ განაცხადოთ მოთხოვნა წერილობითი სახით ..... დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით შეგიძლიათ მოგვწეროთ ჩატში ან/და ელ ფოსტაზე: info@mixxon.ge

 

რა პროცედურა უნდა დავიცვა თანხის ანაზღაურებისთვის?

  • • თუ გსურთ პროდუქტის დაბრუნება, საჭიროა პროდუქტს ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში. 

რამდენ დღეში მოხდება პროდუქტის დაბრუნება?

  • • თბილისის მასშტაბით ნივთის დაბრუნება მოხდება განაცხადის დაფიქსირებიდან მაქსიმუმ 48 საათში

როგორ მოხდება თანხის ანაზღაურება?

mixxon.ge ნივთის უკან დაბრუნების შემდეგ, 24 საათის განმავლობაში, შეგატყობინებთ გადაწყვეტილებას პროდუქტის ანაზღაურება/უკან დაბრუნების სტატუსის შესახებ.

დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თანხის ანაზღაურება მოხდება შეტყობინების მიღებიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში.

უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ნივთი დაგიბრუნდებათ უკან

 

როგორ მოხდება დაბრუნებული პროდუქტის თანხის ანაზღაურება?

  • • თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, მომხმარებელს იმ საბარათო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, რომლითაც განხორციელდა ნივთის შესყიდვა.

ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულების ანაზღაურების წესი:

  • • mixxon.ge-ი მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნებისას აანაზღაურებს ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას.

bottom of page