Japan Whisky
- R.M. REAGAN
- Apr 4
- 2 min read
გაიცანით პირველი იაპონური ვისკის იდეის ავტორი ბატონი შინჯირო ტორი, რომლის შექმნილი კომპანია "Suntory" დღეს მსოფლიო რიგით მესამე ალკოჰოლის მწარმოებელი გახლავთ და ფლოს ცნობილ იაპონურ, შოტლანდიურ და ამერიკულ ვისკის ბრენდებს.
პირველი დისტილერიის მშენებლობა შინჯირომ YAMAZAKI -ის სახელის ქვეშ ჯერ კიდე 1923 წელს დაიწყო და მასტერ ბლენდერი მასატაკა ტაკეტსურუს-ს დახმარებით შექმნა პირველი იაპონური ვისკი, თუმცა სრულად შოტლანდიური ტექნოლოგიით.... მრავალი წარმატებული წლის შემდეგ სანტორის ოჯახმა კეძოდ, შინჯიროს შვილმა კეიზო საჯიმ 1973 წელს რიგით მეორე დისტილერია ააშენა სახელწოდებით HAKUSHU და ამით იმპულსი მისცა კომპანიის მდრად და შეუქცევად განვითარებას. გარდა ზემოდხსენებული, საყოველთაოდ ცნობილი იაპონური ბრენდებისა, როგორებიცაა YAMAZAKI, HAKUSHU, HIBIKI სანტორის ჯგუფს ეკუთვნის ისეთი შოტლანდიურ ამერიკული ბრენდებიც როგორებიცაა: JIM BEAM, LAPHROAIG, BOWMORE, MAKERS MARK.
2014 წელს "Jim Beam"-ის შეძენის შემდეგ 13.6 მილიარდ დოლარად, ჯგუფს "Beam Suntory" დაერქვა, 2024 წლის რებრენდინგის შემდეგ კი ის "Suntory Global Spirits" გახდა.
როგორც ავღნიშნეთ შიჯირო ტორის ვისკის შექმნაში მასატაკა ტაკეტსურუ დაეხმარა, რომელიც მისი თანამშრომელი გახლათ და არანაკლები წვლილი აქვს შეტანილი ამ დიდ საქმეში.
მასატაკა ტაკეტსურუ - 1894 წელს საკეს მწარმოებლების ოჯახში დაიბადა, შესაბამისად კარგად შეისწავლა ეს საქმე ადრეული ასაკიდან. განათლების მიღების შემდეგ ახალგაზრდა მასატაკა ბატონ შინჯირო ტორის კომპანია "Suntory"-ში მოხვდა . სწორედ ამ დროს შესთავაზა მას შიჯირომ შოტლანდიაში გამგზავრება და ვისკის დამზადების ტექნოლოგიის შესწავლა. მასატაკა შემოთავაზებას დათანხმდა და 1918 წელს მივლენილ იქნა შოტლანდიაში. მან გლაზგოს უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი წარმატებით დაასრულა ხოლო შემდეგ პრაქტიკული საქმე შეისწავლა ისეთ ცნობილ შოტლანდიურ დისტილერიებში როგორიცაა Longmorn და Hazelburn. 1923 წელს ტაკეცურუ უკვე იაპონიაში დაბრუნდა და ვისკის დამზადების ხელოვნებასთან ერთად თან შოტლანდიელი მეუღლეც ჩაიყვანა! ჩასვლისთანავე
მასატაკა Yamazaki-ს დისტილერიის ექსპლუატაციაში შეყვანას ჩაუდგა სათავეში და მალევე პირველი იაპონური ვისკი ჩამოასხა. დაახლოებით 9 წლის შემდეგ შინჯირო ტორის და მასატაკა ტაკეტსურუს გზები გაიყო და ამ უკანასკნელმა კომპანია "Suntory" დატოვა. მაგრამ სულ რაღაც 2 წელიწადში 1934 წელს მასატაკა ტაკეტსურუმ უკვე საკუთარი დისტილერია აამოქმედა სახელწოდებით Nikka Distillery

Comments