top of page
Search

Single Malt / Single Cask

ვისკის სამყაროში ახლად შემოსული მეგობრები, ხშირად მეკითხებია სხვადასხვა ტერმინის განმარტებებას ამიტო აჯობებს ერთი პოსტი დაიწეროს კასრებზე და კუპაჟირებაზე.

ვსაუბრობთ მხოლოდ Single Malt ვისკის კატეგორიაზე!

"სინგლ მალტ" ვისკი იგივე "ერთალაოინი ვისკი" ნიშნავს, ერთ დისტილერიაში ქერის ალაოსაგან დამზადებულ ვისკის!

ანუ მთავარი კრიტერიუმია რომ ერთ "ჭერქვეშ" ერთი მენეჯმენტის ქვეშ არის დამზადებული და არა ის თუ რამდენი ალაოს პარტია გამოიყენეს!

რაც შეეხება კასრებს, ყველა სერიული (core range) სინგლ მალტ ვისკი რომელიც ყოველთვის გაყიდვაში აქვს ამათუიმ ბრენდს (მაგ: Macallan 12, Bunnahabhain 12, Glenmorangie 10 და ა.შ.) არის სხვადასხვა კასრის "მიქსი", რომელიც შეურია მასტერ ბლენდერმა და დასვა ზუსტად იმ გემოზე რაც ქონდა წინა პარტიას.

გემოს გამეორება სერიულ ვისკებში მასტერ ბლენდერის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა ვინაიდან საჭიროა მუდმივმა მომხმარებელმა მიიღოს ერთი და იგივე პროდუქტი!

ფოტოზე ზუსტად სხვადასხვა კასრების "კუპაჟირების", "გამიქსვის" პროცესია აღბეჭდილი!

ის სინგლ მალტ ვისკები კი რომლებიც არ "გამიქსულა" და მხოლოდ ერთი კასრიდან ისხმება პირდაპირ ბოთლში არის ზუსტად Single Cask ვისკები რომლებიც არ გამოდის სერიულად და მხოლოდ ლიმიტირებულად, კასრის მოცულობის შესაბამისი რაოდენობით ისხმება.

საუკეთესო ბრენდები Single Malt კატეგორიაში: THE OLD MALT CASK, THE FIRST EDITION, OLD & RARE, GLENALLACHIE, SMWS.



 
 
 

Recent Posts

See All

Comments


bottom of page