უკან დაბრუნება
დაბრუნების პირობები წარმოადგენს mixxon.ge-თ სარგებლობის პირობების განუყოფელ ნაწილს. შესაბამისად თანხმობის შემთხვევაში თქვენ ავტომაურად ეთანხმებით აღნიშნულ პირობებსაც.
რა შემთხვევაში ვიბრუნებთ?
-
1. უბრალოდ გადაიფიქრეთ შეძენა. არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე, თუ:
-
• მიწოდების შემდეგ დაირღვა პროდუქტის ჰერმეტულობა, ამდენად პროდუქტის დაბრუნება შეუძლებელია პირვანდელი სახის დაკარგვის გამო;
-
• პროდუქტის ღირებულება არ აღემატება 50 ლარს;
-
• მომხმარებლის მიერ დარღვეულია პროდუქტის შეფუთვის მთლიანობა (კოლოფი, თავსახური, ეტიკეტი და სხვა);
-
• პროდუქტზე აღინიშნება გამოყენების კვალი ან არის ნაკლული;
-
• დოკუმენტალურად არ დასტურდება, რომ პროდუქტი შეძენილია mixxon.ge-ზე.
-
-
2. mixxon.ge - მა არ შეასრულა ვალდებულება:
-
• პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებგვერდზე განთავსებულ მახასიათებლებს;
-
• პროდუქტი დაზიანებულია;
-
• მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა mixxon.ge-ის მხრიდან 24 საათზე მეტით;
-
-
3. პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი.
საფუძვლის მითითების გარეშე მომხმარებელს შეუძლია ხელშეკრულებაზე უარის თქმა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
რამდენ დღეში შემიძლია ნივთის დაბრუნება?
-
• პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, საჭიროა პროდუქტის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში დააფიქსიროთ მოთხოვნა.
როგორ უნდა დავაფიქსირო მოთხოვნა პროდუქტის დაბრუნება/გადაცვლაზე?
-
• შეგიძლიათ განაცხადოთ მოთხოვნა წერილობითი სახით ..... დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით შეგიძლიათ მოგვწეროთ ჩატში ან/და ელ ფოსტაზე: info@mixxon.ge
რა პროცედურა უნდა დავიცვა თანხის ანაზღაურებისთვის?
-
• თუ გსურთ პროდუქტის დაბრუნება, საჭიროა პროდუქტს ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში.
რამდენ დღეში მოხდება პროდუქტის დაბრუნება?
-
• თბილისის მასშტაბით ნივთის დაბრუნება მოხდება განაცხადის დაფიქსირებიდან მაქსიმუმ 48 საათში
-
როგორ მოხდება თანხის ანაზღაურება?
mixxon.ge ნივთის უკან დაბრუნების შემდეგ, 24 საათის განმავლობაში, შეგატყობინებთ გადაწყვეტილებას პროდუქტის ანაზღაურება/უკან დაბრუნების სტატუსის შესახებ.
დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თანხის ანაზღაურება მოხდება შეტყობინების მიღებიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში.
უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ნივთი დაგიბრუნდებათ უკან
როგორ მოხდება დაბრუნებული პროდუქტის თანხის ანაზღაურება?
-
• თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, მომხმარებელს იმ საბარათო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, რომლითაც განხორციელდა ნივთის შესყიდვა.
-
ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულების ანაზღაურების წესი:
-
• mixxon.ge-ი მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნებისას აანაზღაურებს ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას.